მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ვალების განულების საიტის ჩართვა დაანონსა. როგორც მან განაცხადა, 18:00 საათზე, საიტი vali.ge გაიხსნებოდა და მომხმარებლებს საშუალება ექნებოდათ მათი ვალების გადაემოწმებინათ.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე, პრემიერი ინიციატივით გამოვიდა 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში 2000 ლარის ფარგლებში აღებული სესხები გაუნულდეს, რომლისთვისაც მილიარდნახევარი უნდა დაიხარჯოს. ამ ინიციატივას დღემდე სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.