ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბახტაძე გამოდის და უტიფრად კითხვას სვამს რამ გამოიწვია ფასის ზრდა” – ბოკერია პურის ფასზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება საწვავზე აქციზის შემცირება.

“ორგანოებს ავალებს, რის გამოძიებას ავალებს? არ ვიცით, ან არ იციან ლარის კურსს რა დაემართა? ან არ იციან გადასახადების დაწევის ნაცვლად რომ აწიეს გადასახადები, კერძოდ აქციზი?”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო წლების მანძილზე ურჩევდა მთავრობას, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასა და ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება გადასახადების დაწევა.

“, გამოდის, რომ რაღაც შეთქმულების თეორიას გვთავაზობს კვლავ… ისევ ილაპარაკა “აწარმოე საქართველოზე”, იმის მაგივრად, რომ ბაზარს და ხალხს დაუბრუნოს ეს ფული და არ შეუწყოს ხელი ფასების ზრდას, მათ შორის პურზე, ამის მაგივრად ამ ფულს ართმევენ, შემდეგ ამ ფულთან მიმართებაში გვაქვს კორუფციული ნეპოტისტური გარიგებები ან გაფლანგვა ან მავნებლური პროექტები. ძალიან მარტივი საკითხია, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება, მაგალითად, საწვავზე აქციზის შემცირება, ან განახევრება, ან გაუქმება ან მინიმუმ იმ ზღვარამდე ჩამოწევა, სანამ ქართული ოცნება მას გაზრდიდა, იმიტომ, რომ საფლანგავი ფული ნეპოტიზმის და კორუფციისთვის. დღეს რაც შემოგვთავაზა არის კიდევ ერთი უტიფრობის შეთავაზება საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. ამ საკითხს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ რამ გამოიწვია ფასის ზრდა.

იტვირთბა....