ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დიდი პატივია, რომ ჩემს პირად მოსაზრებას ჩემი ნამდვილი და ერთადერთი პრეზიდენტიც ეხმიანება – არველაძე სააკაშვილს მიმართავს

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს პირად მოსაზრებას ჩემი ნამდვილი და ერთადერთი პრეზიდენტიც ეხმიანება”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და “იმედის” ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს პირად მოსაზრებას ჩემი ნამდვილი და ერთადერთი პრეზიდენტიც ეხმიანება. ვიღებ კრიტიკას ჩემი პოსტის სიმკვახის გამო.

თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: მე არც პოლიტიკოსი ვარდა არც საზოგადო მოღვაწე. არც ვაპირებ!!! ჩემი პირადი აზრი მაქვს და მეთანხმები თუ არა, ეს ჩემი აზრია. ახალგაზრდობა სადაც დუმს, იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს. ჩვენი ახალგაზრდობა დღეს (და რა თქმა უნდა მე კრებითად ვსაუბრობ და არ ვგულისმობ გამონაკლისებს) მთლიანობაში ან დაკომპლექსებულია, ან უტყდებათ, ან კიდიათ ან დაბოლილები არიან. ეს ეროვნული ტრაგედიაა. არაფერ შუაშია აქ ქოცი ან ნაცი. არაფერ შუაშია პოლიტიკა. როდესაც რუსეთი სახელმწიფოებრიობას გართმევს ახალგაზრდობა სადღაც უნდა იყოს, უნდა ჩანდეს, ხმას უნდა იღებდეს. მე ვერ ვხედავ ასეთ ახალგაზრდობას, კიდევ ვიმეორებ, რომ კრებითად ვსაუბრობ და ცალკეულ გამონათებებზე არ მაქვს საუბარი. მე თვითონაც ახალგაზრდების მამა ვარ და გულისტკივილის მეტი არაფერი მალაპარაკებს ამას. უფრო ცუდი ისაა, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, ისეთი აზრი მკვიდრდება სულ, რომ პროტესტი ტეხავს, გამოსვლები ცუდია, პოლიტიკურ პარტიებთან აფილიაცია ტეხავს და სამარცხვინოა.. რომ ცივილიზებულობა და კაი პონტი ისაა თუ ყველა ჩუმად იქნება, თუ ყველა დაიკიდებს პოლიტიკას და ა.შ. რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის წართმევის გაპროტესტება რომ უტყდება უკვე – ეგეთი ახალგაზრდობის მე არ მესმის და არ მჯერა. ეროვნული მოძრაობა სტუდენტებმა დაიწყეს გარეჯის პოლიგონის გაპროტესტებით. ახლა გარეჯის პოლიგონი კი არა დაგვახიეს სახელმწიფობრიობა თავზე და ახალგაზრდობა დუმს. ტრაგიკულია ამის ყურება და არ შემიძლია ემოციის გარეშე ყოფნა. ხო! ჩემი აზრია, რომ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ფაქტიურად წაგვართვა რუსეთმა, ახალგაზრდობა ასე არ უნდა დუმდეს. და თუ დუმს (და იგი დუმს) ეს სამარცხვინოა და მე მას გავაკრიტიკებ, იმიტომ, რომ სამარცხვინოს გარდა ტრაგიკულიცაა. მე არც ქოცობას ვუწუნებ არავის და არც ნაცობას ვთხოვ ვინმეს. ქვეყანაა დასაცავი, გადასარჩენი.. და მდუმარე, ინდიფერენტული ახალგაზრდობა თუ გვეყოლა ეს შეუძლებელი იქნება. მარიხუანას მოწევა და we dance together we fight together თუ აღაგზნებს მარტო ქართველ ახალგაზრდობას, ამ ერს მომავალი არ აქვს. სად არის ახალგაზრდობა რომელსაც სამშობლო სტკივა და პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე?! დამანახე ასეთი კრიტიკული მასა ახალგაზრდობისა და ბედნიერი ვიქნები. ჩემი თავი ენაცვალოს ყველას. სამწუხაროდ ასეთი არ ჩანს…. ღმერთს ვევედრები, რომ დავინახო. შეუძლიათ მაგინონ და მაფურთხონ ჩემი პირადი აზრისთვის, მაგრამ სიმართლის თქმა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. რაც არ უნდა მწარე იყოს ეს მოსასმენადაც და სათქმელადაც”, -წერს არველაძე.

სინამდვილში,არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა,როგორც ახლა.მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან…

Gepostet von Mikheil Saakashvili am Samstag, 8. Dezember 2018

ამავე თემაზე:

თუ ქართველ ახალგაზრდობას მხოლოდ მარიხუანა აღაგზნებს, ერს მომავალი არ უწერია – არველაძე გვარამიას პასუხობს

 

იტვირთბა....