შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, დღეს გამართუ მთავრობის სხდომაზა მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით “რუსთავი2”-ის ეთერში გასული სიუჟეტი მტკნარი სიცრუეა.
პრემიერმა თავის განმარტებით პასუხში დაადასტურა ის, რომ მის ოჯახს ჰქონდა ვალი, რაც უკვე გასტუმრებულია.
რაც შეეხება სასამართლო დავას, ბახტაძემ ეს “ხელშეკრულებაში არსებული სამართლებრივი ხარვეზით” ახსნა.
“პირველ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო სახლი, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის უკვე 15 წელია, თითქოს, კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსვლასთან. გვერდზე მიწის ნაკვეთი, რომელიც, ჩემი მეზობლის ყოფილა, თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება. ამ მოდელირების ავტორები ცდილობენ ფეიკ ნიუსები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება, ეს არის ცუდი ნაბიჯი, და ვალდებულების არშესრულება შეიძლება იყოს დადებითი. ბუნებრივია, მე ასეთ ლოგიკას ვერ/არ გავიზიარებ” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთვი2″ის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში მისი ბინის იპოთეკაში ჩადების გამო უჩივლა.
პრემიერმა თავის განმარტებით პასუხში დაადასტურა ის, რომ მის ოჯახს ჰქონდა ვალი, რაც უკვე გასტუმრებულია.