ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“სემეკმა” ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შეამცირა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 10 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმიური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და შეადგინა 1.870  თეთრი/მ3-ზე. (დღგ-ს გარეშე). ტარიფის მოქმედების ვადა  განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2018 წელს მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენდა 1.884 თეთრს/მ3-ზე დღგ-ს გარეშე.

იტვირთბა....