ციტატა

ლორთქიფანიძე: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას

“მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, ეს აქცია აუცილებლად გადაიზრდება საყოველთაო, სახალხო, სრულიად ეროვნულ აქტში, აჯანყების აქტში. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება მინიჭებული აჯანყდეს. ისევე როგორც ნებისმიერ საჯარო პირს უფლება აქვს გაიფიცოს. მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, გამორთონ სერვერები და უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და გაიფიცონ. ჩვენ, სრულიად ქართული საზოგადოება ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს. იმ შემთხვევაში თუ სრულიად ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი. არ დავემორჩილებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ.” – ამბობს იუსტიციის სახლის წინ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ არსებული აქციის ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

იტვირთბა....