aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან პური გაძვირდა და მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძვირება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “იფქლის” გნცხადებით, მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება  „იფქლმა“ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც“, – აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოში 33-დან 35 ლარამდე იყო.

კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა.

„ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი, კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისთვის გადაეხედა.

პურის ფასწარმოქმნაში ყველაზე დიდ როლს ფქვილი და წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ასრულებს. გაძვირებულია ის იმპორტული საშუალებებიც, რაც აუცილებელია პურპროდუქტების წარმოებისათვის, მაგალითად: შესაფუთი მასალები, რომელთა ღირებულებაც ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა, დაზგა-დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე საწვავი და სადისტრიბუციო მანქანები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი ენერგომატარებლების ფასიც, განსაკუთრებით გაზის ტარიფი, გარკვეულ გავლენას ახდენს პურის თვითღირებულებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე,  „იფქლმა“ ყველა დასახელების პურზე ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაზარდა.

„ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად“, – აცხადებენ „იფქლში“.

 

იტვირთბა....