მილიციელს რუსეთიდან, კერძოდ ქალაქ ანგარსკიდან, მიხაილ პოპკოვს სასამართლომ უკვე მეორედ მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. მას ბრალად ამჯერად 59 მკვლელობა ედება. პირველი სამუდამო პატიმრობა პოპკოვს 3 წლის წინ მიუსაჯეს. მაშინ მას 24 სასტიკი მკვლელობა დაედო ბრალად. აღსანიშნავია, რომ მკვლელს გამზადებული აქვს საჩივრის წერილი, რომლითაც ის მილიციელის პენსიის შენარჩუნებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ანალიზის დასკვნით, პოპკოვს აქვს მკვლელობისკენ მანიაკალური მიდრეკილება. თუმცა, ის საბოლოოდ, შეურაცხადად არ ცნეს.
როგორც ირკვევა, პოპკოვი დანაშაულს 1992-2010 წლებში ჩადიოდა. ირკუტსკის ოლქში, იმ პერიოდში ქალბატონები უცნაურად უჩინარდებოდნენ და მერე მათ გვამებს სხვადასხვა ადგილებზე, ძალადობის ნიშნებით პოულობდნენ. ეჭვმიტანილის დასადგენად, სამართალდამცველებს 30 ათასი ადამიანის დაკითხვა მოუწიათ. მილიციამ ეჭვმიტანილს ავტომანქანა “ნივის” საბურავების ნაკვალევით მიაგნო. მათ შეამოწმეს ქალაქ ანგარსკის ირგვლის თითქმის ყველა აღნიშნული ავტომობილის საბურავი შეამოწმეს. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, დაემთხვა ეჭვმიტანილის სპერმისა და გვამებისგან აღებული სპერმის ანალიზი.
გამოძიებამ შექმნა სქემა, თუ როგორ მოქმედებდა მკვლელი. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ესაუბრებოდა პოტენციურ მსხვერპლს, პატიჟებდა მათ დასალევზე და ასე იპოვებდა ნდობას. ხშირად ის ტაქსაობდა და ძირითადად ქალბატონებს უჩერებდა, თან მას ყოველთვის ეცვა მილიციის ფორმა და როგორც თავად ამბობს, სამხრეების მიმართ ნდობა მსხვერპლთან დაახლოებას უადვილებდა. საბოლოოდ, მას მსხვერპლი ტყეში შეჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა. გამოძიების ინფორმაციით, მსხვერპლთა ასაკი პოპკოვისთვის შეუზღუდავი იყო – 16 წლიდან 50 წლამდე.
პოპკოვი პირველად 2015 წელს 24 მკვლელობისთვის დააკავეს. ამის შემდეგ მან კიდევ 60-მდე მსხვერპლი დაასახელა. როგორც საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი კარჩევსკიმ განაცხადა, მას პერიოდულად ახსენდებოდა მორიგი მსხვერპლი და დეტალებს უყვებოდა გამოძიებას. რა იყო მკვლელობის მოტივი? – როგორც კარჩევსკი ამტკიცებს ეს იყო ქალთმოძულეობა.