aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ნინია კაკაბაძე – “პირველი ქალი პრეზიდენტი”, ეს ფემინიზმისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა!

“ის, როგორც დღეს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას ასაღებენ “პირველი ქალი პრეზიდენტი”, ეს ფემინიზმისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა!

ყველამ კარგად ვიცით და ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მან ვერ გაიმარჯვა არჩევნებში ვიდრე ქართული ოცნების კაცთა გუნდი არ ჩაერთო, არ გადამალა სალომე და თავად არ გამოვიდა წინა ხაზზე. სალომე, როგორც თოჯინა, საქორწილო (საარჩევნო) მანქანის “კაპოტზე” შემოსვეს, მხოლოდ მის ბანერებს გვაჩვენებდნენ, სადაც არ მოძრაობს და არ მეტყველებს. სამაგიეროდ მოძრაობდნენ და მეტყველებდნენ კაცები, პირობებს გვაძლევდნენ, უკეთეს მომავალს გვპირდებოდნენ, ვალებს გვიუქმებდნენ და ა.შ.

ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ “პირველი ქალი პრეზიდენტი” მხოლოდ ის ფორმალობაა, რომელსაც კაცური შინაარსი აქვს და ძალიან ვნებს ფემინსიტურ მოძრაობას. აჩენს არგუმენტს, რომ ქალები თავად, საკუთარი მონაცემებით ვერ აღწევენ წარმატებას “კაცურ საქმეში”. სინამდვილეში ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ და მისმა “კაცურმა” ძალამ.
გულდასაწყვეტია, რომ ეს მოცემულობა მიიღო და შეირგო ჩვენმა მომავალმა პრეზიდენტმაც”, – წერს საზმაუს ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....