ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ომბუდსმენის რეკომენდაციებს ემთხვევა”

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გნაცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ომბუდსმენის რეკომენდაციებს ემთხვევა.

ლომჯარიას თქმით, მინისტრთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი აუცილებელია, გამოიძიოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელმა ორგანომ.

„ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, სახელმწიფომ აღნიშნულ გარემოებაზე დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ეს გამოძიება აწარმოოს პროკურატურამ, რადგან სავარაუდოდ სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი და პროკურორები იყვნენ ჩართული აღნიშნული საქმის თუნდაც წინა გამოძიებაში. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ ამ საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნის აუცილებლობა დადგებოდა დღის წესრიგში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტი იმეორებს სახალხო დამცველის კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეომასალის დაარქივების აუცილებლობას ეხება. „2017 წლის ანგარიშშიც ვსაუბრობდით, რომ ვიდეომასალის შენახვის ხუთდღიანი ვადა არის ხანმოკლე და არ არის ეფექტური. მისასალმებელია, რომ მინისტრთა კომიტეტმა, ფაქტობრივად, გაიზიარა ეს რეკომენდაცია და აღნიშნა, რომ ეს ვადა უნა გადაიხედოს და გაიზარდოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

იტვირთბა....