“გაერთიანებული ოპოზიცია” სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს და შესაბამისად, ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის.
“ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის”, – უთხრა “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი 2-ს.
ოპოზიციის ამ განცხადებას წინ უძღოდა არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 6 დეკემბრის განცხადება. მან თქვა, რომ ის ინაუგურაციაზე ყოფილ კონკურენტ ვაშაძეს იმ შემთხვევაში დაპატიჟებს, თუ ოპოზიცია აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.