ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ბერძენიშვილი – ხალხი ბიულეტენს ამჯობინებს ქუჩის აქციებს, ეს საზოგადოების სიძლიერეა

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია.

“დათვლილია უკვე ხელისუფლების მოწინააღმდეგეები – მილიონზე მეტი პირველ ტურში ..არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი!

კატეგორიული მოწინააღმდეგეებიც- 800 ათასზე მეტი მეორე ტურში.მონაწილეთა ნახევარზე ნაკლები! ხალხი ბიულეტენს ამჯობინებს ქუჩის აქციებს. ეს საზოგადოების სიძლიერეა.

არც გასული 2 დეკემბრის და არც მომავალი 16 დეკემბრის მიტინგი არ არის ოპოზიციის მხარდამჭერთა რესურსის მანიშნებელი. ბევრი ცდება ხელისუფლებაშიც და მის მოწინააღმდეგე ძალაშიც. ზოგმა შვებით ამოისუნთქა და ზოგიც შეშფოთდა მომიტინგეთა სიმცირით.

ნუ გაჯიუტდებით შეცდომაში!!!

ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და მხარეებს მოუწევთ ერთმანეთისკენ სავალი გზის გავლა ვითარების ეტაპობრივი განმუხტვისთვის.

ეს გზა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეც გადის!”, – წერს ბერძენიშვილი.

სხვა ამბები

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

newsadmin

მურუსიძე – ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად

newsadmin

ჩუგოშვილი – იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას

newsadmin

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

newsadmin

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

newsadmin

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

newsadmin
იტვირთბა....