ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა რურუას ოჯახსა და ახლობლებს პარლამენტმა სამძიმარი გამოუცხადა

პარლამენტმა ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის სახელით ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვება.

“კოლეგებო, მინდა გაუწყოთ, რომ გარდაიცვალა პარლამენტის მე-6 და მე-7 მოწვევის წევრი ნიკოლოზ რურუა და პარლამენტის სახელით მინდა გამოვუცხადო სამძიმარი მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსეებთ, რომ ნიკა რურუა 4 ოქტომბერს, შსს-ს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....