სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მომხრეა, ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის სცენარებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის წევრებიც სცენარების ვერსიებს მას დღეს ან ხვალ გააცნობენ.
„კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მხატვარი თამარ ფოცხიშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.