გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის წინასაარჩევნო პერიოდში იმუშავებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს.
ვაშაძის თქმით, მას შესთავაზეს, უკრაინაში გადასულიყო, თუმცა გადაწყვიტა, საქართველოდან შეუერთდეს პოროშენკოს შტაბს.
„შემოთავაზება იყო. მუდმივად ვერ წავალ ხომ საქართველოდან?! რეფორმებზე ვმუშაობ და რეფორმების განრიგის კუთხით მთხოვეს, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ამას საქართველოდან ვიმუშავებ. პოროშენკოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ” – განაცხადა ვაშაძემ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.