გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისი ზოგიერთ უბანს, დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თელასის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, შავთელის, ბარათაშვილის, გომის, ასკანის, ბეთლემის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ჯვარედინის, ჩახრუხაძის, ავლევის, გორგასლის, გრიშაშვილის და იბრაჰიმ ისპაჰანელის ქუჩების მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, -ნათქვამია თელასის განცხადებაში.