უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 15 დეკემბერს გამოცხადდება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, კიევში სპეციალური კრება ჩატარდება.
“15 დეკემბერს გამოცხადდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. კრება წმინდა სოფიას ეკლესიაში ჩატარდება. სწორედ ამ კრებაზე მოხდება ავტოკეფალიის გამოცხადება და უკრაინის ეკლესიის პატრიარქის არჩევა”, – წერს პოროშენკო.