ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ე.წ. ინაუგურაციის შოუ, მის ჩაშლას არავინ აპირებდა”

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ინაუგურაცასთან დაკავშრებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მან განაცხადა ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, არაფერი პრობლემა არ არის და არავინ აპირებდა მის ჩაშლას.

მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.

„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

იტვირთბა....