ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გინდ აღიარე, გინდ არ აღიარე 16 დეკემბრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება”

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბრის შემდეგ, გინდ აღიარო გინდ არა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაინც იქნება.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ ექნება დემოკრატიული მანდატი, ვინაიდან მისი არჩევა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად არ მომხდარა.

“არჩევნები არ გამოხატავდა თავისუფალ ნებას. საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ერქმევა სალომე ზურაბიშვილი, არ ექნება დემოკრატიული მანდატი და მისი არჩევა არ მომხდარა ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, არჩევნების შეფასების თვალსაზრისით და ეს არის კორექტული შეფასება, სწორედ ეს და არა ის, აღიარებ თუ არ აღიარებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....