ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე ადასტურებს, რომ პარლმამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში მერია ელექტროენერგიას შეიყვანს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ პარლმამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში მერია ელექტროენერგიას შეიყვანს.

როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, აქციის მონაწილეებს შუქი აქამდეც ჰქონდათ, თუმცა კუსტარულად გაკეთებული.

„ამ ადამიანებს შუქი ჰქონდათ, მაგრამ კუსტარულად ჰქონდათ გაკეთებული. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ შვილმკვდარ მამებს ექნებათ ელემენტარულად ელექტროენერგიის წყარო, რომელიც მათ არ დააზიანებთ. მგონი აქ სატრაბახო არაფერია“, – განაცხადა კალაძემ.

მერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიას შეიყვანს 

იტვირთბა....