პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრზე, დღეს გარდაცვლილ ნიკა რურუაზე სამძიმრის პოსტს აქვეყნებს და შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებისკენ მიუთითებს. ხუხაშვილი თვლის, რომ შსს-ს ეს სასწრაფოდ გამომცხვარი განცხადება საზოგადოებაში არსებულ უმძიმეს კრიზისზე მიანიშნებს.
“პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ამასთანავე, შსს-ს ეს სასწრაფოდ გამომცხვარი განცხადება საზოგადოებაში არსებულ უმძიმეს კრიზისზე მიანიშნებს.” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ნიკა რურუა საკუთარ სახლში ცუდად გახდა და დედამისმა სასწრაფოში დარეკა. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, ნიკა რურუა გულის შეტევით გარდაიცვალა.