ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პოლიტიკოსის სახლთან იმყოფებიან მისი თანაგუნდელები და მეგობრები.
ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაიცვალა.