ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ასეთი ურთიერთთავდასხმების და პოლარიზების რეჟიმში ცხოვრება, წარმოუდგენელია, ვერ გავუძლებთ – ლომჯარია რურუას გარდაცვალებას ეხმაურება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება.

“ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან დამწყდა გული. არ შეიძლება ასეთი ურთიერთთავდასხმების და პოლარიზების რეჟიმში ცხოვრება, წარმოუდგენელია, ვერ გავუძლებთ… იქნებ ყველა დაფიქრდეს ამაზე, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს… ჩემ გარშემო ყველა ასეა, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, “იმ ბანაკში”, “ამ ბანაკში” თუ “შუაში”, გული ხელით გვიჭირავს ხშირად ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეშ…”, – წერს ლომჯარია.

იტვირთბა....