ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან საინატერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას”

“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს უმზადებს.

მისი თქმით, თავიანთი მოთხოვნების შესასრულებლად მთავარი ბერკეტი საქართველოს 800 ათასი მოქალაქის ხმაა.

„ამაზე ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქეებს და მიშლის ხმას. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩენას. პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ემატება კიდევ ერთი სხვა პარტიის ხმები და ამაში თავად ძალიან მალე დარწმუნდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი იღებდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებ და მათ საპროტესტო აქციაც გამართეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების მოთხოვნით.

იტვირთბა....