ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კიდევ ერთი დაკარგული ბავშვის მშობლები “ახალბაღში” მივიდნენ

“ახალბაღის” ტერიტორიაზე 2014 წელს დაკარგული 17 წლის მოზარდის მშობლები მივიდნენ და ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს მასალები გადასცეს.

17 წლის გ. დ. მლეთაში, ლომისას სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა. მოზარდის ოჯახი აცხადებს, რომ პოლიცია სამძებრო სამუშაოებს კვალიფიციურად არ აწარმოებს.
“ლომისობა დღეს დაიკარგა. იქ თქვეს თვითმხილველებმა, თითქოს ღამის სამ საათზე უნახავთ ქვაზე ჩამომჯარი. ეს არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ჩემ შვილს სიბნელის შიში ჰქონდა და.მარტო ღამით არ გადიოდა. იმ ადგილზე, სადაც თითქოს ის ნახეს, მეორე დღეს მეწყერი ჩამოწვა. არ გაუწმენდიათ იქაურობა. პოლიცია არაფერს აკეთებს მოსაძებნად. აქ იმიტომ მოვედი, რომ მასალები მინდა გადავცე ექსპერტიზის ბიუროს უფროსს. იქნებ, ვინმე რამით დამეხმაროს”,- ამბობს მოზარდის დედა სოფო ბიბილაშვილი.

ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....