თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები არაფრად ვარგოდა.
კალაძის თქმით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამ ცხადყო, რომ ვარკეთილის მეტროში დამატებითი საპროექტო სამუშაოები და კვლევებია ჩასატარებელი. მისივე თქმით, რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.
მთავრობის სხდომაზე მერმა ისაუბრა იმაზეც, რომ ანალოგიური მდგომარეობაა გურამიშვილი მეტროს პროექტზეც. მისი თქმით, სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 2019 წლის იანვრის ბოლოს კი დასრულდება ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია. მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს ვაგონები რეაბილიტაცია და თებერალში მეტროს კიდევ 4 ახალი შემადგენლობა დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ახალგარემონტებულ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 30 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სადგურის განახლებაზე კომპანია შპს ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელიც თბილისის მერიაში ელექტრონული ტენდერის გზით შეარჩიეს. მასთან 347 852 ლარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო. მეტროს საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა.