პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართოს.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ინაუგურაციის პარლამენტში გამართვის იდეა კარგია.
„შესაძლებელია, ეს ადგილიც განვიხილოთ, რადგან ინაუგურაცია ერთხელ უკვე იყო. მსგავსი პრაქტიკა გვქონდა. ერთ-ერთი კარგი იდეაა, მაგრამ საორგანიზაციო პროცესში ჩართული არ ვარ“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.