საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყყვეტილი არ არიის სად ჩატარდება ღონისძიება.
როგორც მან ჟურნალიტებს განუცხადა, ინაუგურაციის ჩასატარებლად განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
„ინაუგურაციის ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, თუნდაც თბილისი, ჯერ ვმსჯელობთ ამაზე, როცა მეცოდინება, მაშინ გეტყვით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.