გაერთიანებული ოპოზიციიის ერთ-ერთ წევრს თაკო ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში მომხმარებლები 2012 წლის ვიდეოს ახსენებენ, სადაც ის გმობს მაშნდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს.
ჯანსუღ ჩარკვიანი და თაკო ჩარკვიანი – 2012 წელი
ჯანსუღ ჩარკვიანი და თაკო ჩარკვიანი მოუწოდებენ ამომეჩევლებს დაგმონ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ხმა მისცენ "ქართულ ოცნებას"2012 წელი-წინასაარჩევნო აგიტაცია(კადრები გადაღებულია "სვანეთინიუსის" ჟურნალისტის მიერ)
Gepostet von სვანეთინიუსი / SvanetiNews am Sonntag, 2. Dezember 2018
თაკო ჩარკვიანი ვიდეოს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა კადრების ავტორს.
ძალიან დიიიდი მადლობა ამ კადრებისთვის, მადლობთ, რომ ვიღაცას , მაინც ახსოვს, რომ მაშინაც სიმართლისთვის ვიბრძოდი და ვაპროტესტებდი უსამართლობას!!! ჰოდა, რომ მოგვატყუა ივანიშვილმა არანაირი ფული არ მისცა სოფელს, დააწინაურა მურუსიძე, პირდაპირ კრიმინალები მოიყვანა ხელისუფლებაში, რომლებმაც გაძარცვეს საქართველოს ბიუჯეტი, შემოგვთავაზა, ნარკოწარმოება, ფარცხალეძეები და ბანდიტები, სახელისუფლო სტრუქტურაში, აი ამიტომ წავედი ოპოზიციაში- ოლიოგარქის ფულზე საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ იყიდება, მადლობთ ამ ფირისთვის, ესეიგი ვყოფილვარ მაშინ ოპოზიციაში არა? რაიმე ვალდებულება კი არ ჰქონდა ჩემს ოჯახს და ფიცი დადებული, რომ თუ მოგვატყუებდა ოლიგარქი, მაინც მის გვერდით დავრჩენილიყავით- “საქართველო უპირველეს ყოვლისა”- დიახ , 9 წელი ყოფილ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ვიყავი- კარგია თუ გახსოვთ” – წერს თაკო ჩარკვიანი.