არჩევნები ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ინაშვილი – თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია!

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია.

“თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია!

ან გამოდის: ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცების ნაწილს გაცნობიერებული არა აქვს, რომ ხმა მისცეს პატიმართა მწამებლებს და ასეთი ჯარი ქვეყანას როგორ დაიცავს?! თუ გაცნობიერებული აქვთ, რომ მხარი მწამებლებს დაუჭირეს, მით უარესი. როგორია ჯარისკაცების ამ ნაწილის ფასეულობა? იდეოლოგია? სულისკვეთება? გულწრფელად მინდა თითოეულ მათგანს შევხვდე და ვესაუბრო.

ან ხმები გაიყო მიზანმიმართულად და ამ გაყალბებაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი”, – წერს ინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში მყოფმა ქართველ სამხედროთა უმეტესობამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, რომელმაც საბოლოო ჯამში, არჩევნები დათმო.

იტვირთბა....