„მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვის არგაცემის უფლება არ აქვს”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, 16 დეკემბერს აქციის გამართვის ლოკაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვის არგაცემის უფლება არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვაცნობებთ მერიას და სამართალდამცავ ორგანოებს, მეტი არაფერი. მათგან თანხმობას და ნებართვას ჩვენ არ ველოდებით“,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ , პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააანონსა, რომ შესაძლოა, 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, კვლავ გაიმართოს მათი აქცია, თუმცა ჯერ უცნობია ლოკაცია.