ე.წ. სესხების განულებასთან დაკავშირებული სპეციალური ვებ-გვერდის ამოქმედება ტექნიკური შეფერხებების გამო გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის განცხადებით, ვებ-გვერდი დეკემბრის პირველ სამუშაო დღეს უნდა ამოქმედებულიყო.
მინისტრმა ჟურნალისტებთან სპეციალური ვებ-გვერდის ამოქმედების გადავადების მიზეზად ე.წ. სესხების განულების აქციაში 10 ახალი საფინანსო კომპანიის დამატება დაასახელა.
შესაბამისად, ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოერთებამ ბაზებთან დაკავშირებით გარკვეული ტექნიკური შეფერხებები შექმნა“, – აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დასძინა, რომ ვადა, რომელიც უშუალოდ უშუალოდ სესხების ჩამოწერაზე იყო გაცხადებული, არ შეიცვლება და ე.წ. სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 ადამიანს ვალები ჩამოეწერება და ე.წ. შავი სიიდან ამოვა. საუბარია ადამიანებზე, რომელთა სესხის ძირი ვალი არ აღემატება 2 000 ლარს და 1 წლის განმავლობაში არ შეუტანია თანხა. ამავდროულად, შეიძლება რამოდენიმე სესხი ქონდეს ადამიანს და თუ პირობებს აკმაყოფილებს ისინიც განულდება. პრემიერის განცხადებით, ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება და ხარჯებს მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს. ფინანსთ სმაინისტროში აცხადებდნენ, რომ სიები 3 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო და ვალების დაფარვის პროცესი 15 დეკემბერს დაიწყებოდა და 31 დეკემბერს დასრულდებოდა.
რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებ-გვერდის შექმნა 3 დეკემბრისთვის ვერ მოესწრებოდა და შესაძლოა, სესხების ჩამოწერის პროცესიც გადადებულიყო.
როგორც გუშინ ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პროცესი არ გადაიდება და სესხები 31 დეკემბრამდე განულდება.