თბილისში, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სიმართლის დასადგენად ბრძოლის ხელახლა დაწყებას აანონსებს.
სარალიძე ყველა შესაბამისი უწყებიდან – მათ შორის პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო მასალების გამოთხოვას და საქმეში კიდევ უფრო დეტალურად ჩართვას აპირებს.
„თავს ვიკავებდი, მერე კიდევ რომ არ ეძახათ არჩევნების წინ ატეხა ყვირილიო, ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა. ყველა დეტალს შევისწავლი რასაც აპირებენ, სამართლებრივ ჩარჩოში ყველა ნაბიჯს გადავდგამ. აქციებიც გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი“-ამბობს სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა – თუმცა ამ დრომდე დავით სარალიძის მკვლელი დაკავებული არ არის. დავით სარალიძისგან განსხვავებით, სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელი დაადგინა და მას პატიმრობა შეუფარდა