ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.

როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, მართალია ქარდავამ საპყრობილე დატოვა, მაგრამ საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა შესაბამისი უწყების მიერ ამჟამადაც მიმდინარეობს.

ქარდავა საექსტრადიციო პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

“მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დ მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი. მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციას 11 სისხლის სამართლის საქმეზე მოითხოვენ.

იტვირთბა....