“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ და ვერ მიულოცავს, მას უბრალოდ ის თანაუგრძნობს.
“ზურაბიშვილს ვერ მივულოცავ მაშინ, როცა ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს” – თქვა უსუფაშვილმა.
მისი განცხადებით, ის რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს პოლიტიკური შემდგარი პროცესია, მაგრამ ის მას, უბრალოდ, თანაუგრძნობს, რადგან ათმაგად გარჯა მოუწევს, რათა ჯერ საპრეზიდენტო სტანდარტს მიუახლოვდეს.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.