ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ვიდრე არ აღიარებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას”

ქვეყნებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  სააგენტო Reuters-ის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არაღიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას

რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც ცნობილი და პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენ ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა Reuters-თან ინტერვიუში.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს.

გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში.

 

იტვირთბა....