არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთს სურს დასუსტებული ქვეყანა და დისკრედიტებული პრეზიდენტით”

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველოში დაყოფილი საზოგადოება შეარიგოს.

მისივე თქმით, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რუსეთის ინტერესებშია.

გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

იტვირთბა....