საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე.
სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე – მართლა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს „ქოცებმა“, ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ? ეს ხომ არის ნამდვილი გაუპატიურების მცდელობა, მათ შორის მაგალითად, სამეგრელოს საზოგადოების.
მესმის, რომ სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, სამეგრელოში ორი აზრი არ არის ამ თემაზე. იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, არის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება სამეგრელოს თითოეული მკვიდრის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.