“თქვენი გამარჯვება კანდიდატზე, რომელიც აშკარა საბჭოთა მემკვიდრეობით არის დამძიმებული, დამატებით ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას”, – ასე მიულოცა ევროპარლამენტარმა, ვიქტორ ბოშტინარუმ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
“საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, რეალური, გამართული და სტაბილური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. თქვენი გამარჯვება კანდიდატზე, რომელიც აშკარა საბჭოთა მემკვიდრეობით არის დამძიმებული, დამატებით ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას. როგორც ევროკავშირში თქვენი ქვეყნის ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერი, მივესალმები შედეგს, რომელიც პასუხობს საქართველოს მთავრობისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების დაუღალავ ძალისხმევას”, – წერს ბოშტინარუ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ბოშტინარუმ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილვისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.