aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

ის ზურაბიშვილს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში  ხმათა 59, 52 %-ით გაიმარჯვა.

 

იტვირთბა....