aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორც გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილის სიტყვას კანონად არ თვლის…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გი ნოდია სააკაშვილის მიერ დაანონსებულ “დაუმორჩილებლობის” თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიცია, ისევე როგორც 2016 მოდელის ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის სიტყვას კანონად არ თვლის და მნიშვნელოვან საკითხში მისგან დისტანცირდება.

“როგორც გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიცია, ისევე როგორც 2016 მოდელის ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის სიტყვას კანონად არ თვლის და მნიშვნელოვან საკითხში მისგან დისტანცირდება. ოღონდ ამ შემთხვევაში არა მგონია მოხდეს რიგითი აქტივისტების ჯანყი ხალხს მოწყვეტილი ელიტის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის მიშას არ უჯერებს.

ამით, სხვათა შორის, ირღვევა “ოცნების” სეფე-მითიც, რომელზეც მან კამპანია ააგო, რომ ვაშაძე, ოპოზიცია და მიშა ერთი და იგივეა. ამ არჩევნებს რაღა ეშველება, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობის შესახებ მხოლოდ ექსპრეზიდენტის აზრია და არა გაერთიანებული ოპოზიციის.

“ის რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. სააკაშვილის იდეას რომ ვიზიარებდე ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....