მთავარი საზოგადოება

ბენზოხერხი და ინვერტორული შედუღების აპარატი – გაყიდვების ჰიტები ინტერნეტ მაღაზიებში

ტრადიციულად, ვაგრძელებთ ინტერნეტ მაღაზიებში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების მიმოხილვას და მომხმარებლებს მათთვის საინტერესო პროდუქტებზე ბაზრის ანალიზსა და ყიდვამდე გასათვალისწინებელ აუცილებელ რჩევებს ვაწვდით.

დღეისთვის, თქვენს ყურადღებას ნოემბრის და შარშანდელი წლის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, დეკემბერ-იანვრის ყველაზე მოთხოვნად ელექტრო ხელსაწყოებზე შევაჩერებთ – ბენზო ხერხებსა და შედუღების აპარატებზე.

ბენზო ხერხი, ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ პოპულარობას ზამთრის პერიოდში იძენს და მისი სეზონურობა სრულიად ლოგიკური გახლავთ.

როგორც ინტერნეტ, ისე ოფლაინ მაღაზიების უმეტესობა დღეისთვის ბრენდების კუთხით ბენზოხერხების შემდეგ არჩევანს გვთავაზობს:

Makita – ელექტრო ხელსაწყოების მწარმოებელი იაპონური გიგანტი, პრემიუმ ხარისხის არჩევნით და შედარებით მაღალი ფასით, რომელიც როგორც ბენზინის, ისე ელექტრო ძრავზე მომუშავე ხერხების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი პროდუქციის ფასები 450-დან 700 ლარამდე მერყეობს, ხოლო განვადებით შეძენის საფასური, 3-დან 24 თვემდე ვადაზე განაწილების შემთხვევაში თვიური გადახდების მოცულობა 30-დან 41 ლარამდეა.

Hitachi – კიდევ ერთი იაპონური კომპანია, საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლილი ტექნიკით, რომლის ყველა ბენზო ხერხი ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი შეძენა 350-დან 400 ლარამდე ფასადაა შესაძლებელი. ღირებულება ცხადია ბენზოხერხის სიმძლავრესა და სხვა მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

Total – ჩინური ელექტრო ტექნიკისა და სამშენებლო, ე.წ DIY ხელსაწყოების ერთ-ერთი ლიდერი, ერთი ძალიან მოთხოვნადი მოდელით, რომლის ღირებულებაც 410 ლარი გახლავთ და 45 სმ-იანი ე.წ “შინითა” და 1.45 კვტ-იანი ძრავითაა აღჭურვილი.

Royal – ბენზო ხერხი როიალი გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ხერხების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლავთ და მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას დაბალი ფასი და მოდელების ძალიან დიდი არჩევანი ანიჭებს. ინტერნეტ მაღაზიებში მოთხოვნა ძირითადად მის 2 ვარიანტზე, Royal Turbo-სა და Royal Aligator-ზე გახლავთ, შესაბამისად, 2 და 3 მაყუჩიანი ძრავით და უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი განსაკუთრებული საიმედოობითა და მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა.

Lux Garden – რუმინული ექსკლუზიური შეფუთვითა და მექანიზმით დამზადებული ბენზოხერხი, რომელიც როიალზე ძვირია, მაგრამ დამატებითი “შინითა” და ჯაჭვითაა აღჭურვილი და საშუალებას იძლევა ხერხი ზომის მიხედვით არეგულიროთ.

Baltika – ერთ-ერთი წამყვანი რუსული ბრენდი, უმაღლესი ხარისხის დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ტექნიკით, მათ შორის სტანდარტული ელექტრო ინსტრუმენტების (ბურღების, კუთხსახეხების, შედუღების აპარატების და ა.შ.) წარმოებაში, რომელიც სხვა ბრენდების მსგავსად 1 წლიანი გარანტიითა და ძალიან კარგი შეფასებებით იყიდება.

Super Max – იტალიური ტექნოლოგიის, ბალტიკას მსგავსი ბენზო ხერხი, ასევე დამატებითი შინითა და ჯაჭვით, რომელიც მიმდინარე წლის გაყიდვების ლიდერი გახლავთ და ამას ძირითადად შედარებით დაბალი ფასი მომხმარებელთა ძალიან მაღალი შეფასებები განაპირობებს.

გადავიდეთ შედუღების აპარატებზე და ანალოგიური მეთოდით განვიხილოთ ეს პროდუქტები, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მოთხოვნით ამ ტიპის ხელსაწყოების ერთ-ერთი მიმართულება, ინვერტორული შედუღების აპარატი სარგებლობს.

ინვერტორული ტექნოლოგია შედუღების, ე.წ “სვარკის” აპარატებში მსოფლიოს მასშტაბით ბოლო წლებში დაინერგა და მისი მთავარი უპირატესობა მცირე წონა და ამ მხრივ მოხერხებულობა და გაგრილებისა და მუშაობის განსხვავებული, თანამედროვე პრინციპია. სტანდარტული, “ხვიებზე” მომუშავე შედუღების აპარატებისგან განსხვავებით, ეს აპარატები ე.წ პლატაზე მუშაობენ და თავისუფლად გამოიყენება 4 მმ-მდე ზომის ელექტროდზე სამუშაოდ.

გერმანულ შედუღების აპარატებში, ინვერტორული ტექნოლოგიით 2 ძირითადი ბრენდი გამოირჩევა, Schpindel და Shmehel. ამათგან პირველი 200 და 250 ამპერიანი ვერსიებით გამოირჩევა, ხოლო მეორე მხოლოდ 200 ამპერიან მოდელს გვთავაზობს. რაც შეეხება მესამე ბრენდს, ზემოთ უკვე განხილულ Baltika-ს, ის ბენზო ხერხების მსგავსად შედუღების აპარატებშიცაა წარმოდგენილი და 200, 250 და 500 ამპერიანი მოდელები აქვს ასორტიმენტში.

აღსანიშნავია, რომ შედუღების აპარატების უმეტესობა, სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში ხშირად ხვდება აქციებსა და ფასდაკლებებში, რომლებიც როგორც წესი საჩუქრებს ან დაბალ საფასო შეთავაზებებს გულისხმობენ.

რაც შეეხება ფასებს, აქციების გარეშე ამ ტიპის შედუღების აპარატის შეძენა 309 ლარიდანაა შესაძლებელი და როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ამპერაჟი, მით უფრო მაღალია ფასიც. ჩვენი რეკომენდაციაა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ გერმანულ აპარატებს, ვინაიდან ისინი ყველა საჭირო აქსესუარით არიან აღჭურვილნი და ამასთან, გამოირჩევიან განსაკუთრებული ხარისხითა და სპეციალური საგარანტიო პირობებით საჭიროების შემთხვევაში.

იტვირთბა....