არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება, რადგან მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილია.

ცესკოს ბოლო პირველადი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებული სწორედ ზურაბიშვილი იქნება და  ინაუგურაციის შემდეგ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩევლის ხმათა 99.92% დათვალა, შედეგად კი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ხმათა 59.54% (1147106 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია -“ძალა ერთობაშიას” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.46 % (779614 ხმა).

იტვირთბა....