არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საარჩევნო უბნები დახურულია – შემდეგი ეტაპი ხმების დათვლაა.

ცესკოში ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი. ამ ბრიფინგზე ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობა. ამის შემდეგ ცესკო მიღებულ ოქმების გასაჯაროებას დაიწყებს.

ცესკოში ასევე ელოდებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე არჩევნებს აკვირდებოდნენ.

ისინი დარღვევების შესახებ განცხადებებს გააკეთებენ. დაახლოებით ერთი საათის წინ ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ თამარ ჟვანიასგან მიიღეს პირობა, რომ ოქმები დროულად აიტვირთება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამომრჩეველი არჩევანს ორ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის აკეთებს.

იტვირთბა....