საპრეზიდენტო არჩევებში, კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა მისცა.
ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.