არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარკირებიანი ადამიანები მოდიან და აცხადებენ, რომ მანდარინი ჭამეს” – არასამთავრობო ორგანიზაცია

“ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის განცხადებით, ქუთაისში უბანზე მარკირებიანი მოქალაქეები მიდიან და აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი.

მანდარინის ლაქა სულ სხვა არის, ესენი აშკარად არიან მარკირებიანი ადამიანები, ეს არის დიდი დარღვევა და დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ ფაქტებს. ეს არის მასიური ხასიათის. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა უბნებიდანაც. საეჭვოა რომ დილიდან მანდარინი ჭამეს, თან არჩევნების დღეს და თან ამდენმა ადამიანმა” – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაყმაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა უბანზე, რომელსაც მანდარინი ჰქონდა ნაჭამი და ხელის დაბანის შემდეგ ლაქები აღარ აღენიშნებოდა. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა მოქალაქეს ხმა მიეცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

იტვირთბა....