საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი “მეტრონომთან” საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
“ახლა არსად ვიმყოფები, მანქანაში ვზივარ და საკუთარ საქმეზე მივდივარ. დამკვირვებელი ნიშნავს, რომ მიხვიდე და დაჯდე, ხო? მე რომ უბანზე მივიდე და დავჯდე, ამაში არ არის ცუდი. ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი მაქვს კი, ამაში რა არის? ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციამ რა თქვა, არ ვიცი”, – აცხადებს ხაბარელი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს.