სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.
გილოცავთ ისტორიულ დღეს, ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.