დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მერის თქმით, მან არჩევანი ბოროტების წინააღმდეგ გააკეთა.
მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები, პირიქით უნდა გავაერთიანოთ საქართველო,“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.