“რუსთავი2”-ის გადაცემა არჩევანში ირინა სარიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველ ტურში ოპოზიციამ ფაქტობრივად მოიგო იმისდა მიუხედავად, თუ რა ხერხებს მიმართავდა ხელისუფლება.
სარიშვილის თქმით, პირველი ტურის შემდეგ ივანიშვილს გამაოგნებელი გამოსვლა ჰქონდა, როდესაც მან ამომრჩეველს ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზოგს შეეცოდა კიდეც, ისეთი გამოსვლა ჰქონდა. ხელი არ გაუწვდია, ხმები მომეცითო, თორემ დანარჩენი ყველაფერი ქნა,“ – ამბობს სარიშვილი.
სარიშვილის თქმით, უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს მალავს.
ირინა სარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ხმების მოსყიდვას ცდილობს.
ხელისუფლებამ ისევ იმ 9 წელზე დაიწყო საუბარი და სურვილი აქვს, რომ მობილიზება მოახდინოს იმ ხალხის, რომელსაც პანიკურად ეშინია, ჩაჭედილი აქვს ეს შიში თავში, იმ 9 წლის,“ – ამბობს სარიშვილი.
ირინა სარიშვილი აღნიშნავს, რომ პირველი ტურის შემდეგ შეცდომები ვერ გაანალიზა. ირინა სარიშვილი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.